Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

56b319be5ccef
BM.GE
04.02.16 13:27
1240
ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
 
"მაესტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ,რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არცერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო - სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არცერთი მცდელობა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და „მაესტრო“ არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო", - ნათქვამია ტელეკომპანიის ჟურნალისტების განცხადებაში.