Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტელეკომპანია "მაესტროს" ბიზნესგადაცემების შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

56e69ca9f2690
BM.GE
14.03.16 14:59
1037
ტელეკომპანია "მაესტროს" ბიზნესგადაცემების შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.
 
""საქმიანი დილა" და "ბიზნესკონტაქტი"-ს შემოქმედებითი ჯგუფი აცხადებს, რომ არ აპირებს და წყვეტს თანამშრომლობას შპს "სტუდია მაესტრო"-სთან. ასევე ვაცხადებთ, რომ მომავალში ურთიერთობას ტელეპროდუქციის წარმოებაზე გააგრძელებს მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე.

ჩვენ ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ პარტნიორულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები ყოველთვის ემყარებოდა საქმიან პარიტეტს, რაც თავისთავად ნიშნავს არსებული კანონმდებლობის უცილობელ დაცვას და პარტნიორული ურთიერთობების პატივისცემას. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი სრულ პასუხისგებლობას იღებს "მაესტრო"-ს ეთერში ჩვენს მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე და მის შინაარსზე, რომელიც ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო, ბიზნეს საზოგადობის მხრიდან აღიარებული როგორც ყველაზე მაღალ პროფესიული და დაბალანსებული სატელევიზიო პროდუქტი. ასე იყო თითქმის ბოლო ორი წლის მანძილზე "მაესტრო"-ზე და ასე იქნება მომავალშიც. იქნება ჩვენი პასუხისგებლობით და ერთიანობით. გუნდი, კიდევ არაერთ სატელევიზიო პროდუქტს შესთავაზებს მაყურებელს!

მანამდე კი ვადასტურებთ ჩვენს ერთიან პოზიციას და გპირდებით, რომ საქმიანი დილიდან გვიან საღამომდე ვრჩებით ერთმანეთთან ბიზნესკონტაქტზე!", - ნათქვამია განცხადებაში.