Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თელავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების დახარისხების პროექტი დაიწყო

56dc17701b0a3
BM.GE
06.03.16 15:36
1093
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნარჩენების დახარისხება-განცალკევება დაიწყო. 5 სოფელში - წინანდალში, ქვემო ხოდაშენში, ბუშეტში, ვანთასა და აკურაში ნარჩენების განცალკევებისთვის განკუთვნილი სპეციალური ურნები დაიდგა, სადაც მოხდება პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენების მუნიციპალური ნარჩენებიდან გამოცალკევება. სეპარირებული ნარჩენები განთავსებული იქნება შესაბამის საწყობში და შემდგომ მათი გატანა და გადამუშავება მოხდება კერძო სექტორის მიერ.
 
საპილოტე სეპარირების პროექტი USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელი“(CENN) ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ორ სამიზნე რეგიონში: კახეთის მუნიციპალიტეტსა და აჭარაში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების, ადგილობრივი ბიზნესის, თემებისა და მუნიციპალიტეტების დახმარებას ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაში.