Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისში შესაძლოა "ჩქარი ავტობუსები" გამოჩნდეს, რომლებიც გადაადგილების სპეციალური წესით ისარგებლებენ

58efa208b7ffd
სალომე მეცხვარიშვილი
18.04.17 11:04
1954
თბილისში კონკრეტულ მარშრუტზე მომუშავე ავტობუსებს, შესაძლოა, ე.წ. ჩქარი ავტობუსების სტატუსი მიენიჭოს და გადაადგილების სპეციალური წესით ისარგებლოს. აღნიშნული ინიციატივა დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს აქვს.

კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე „საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ ავტობუსებისთვის დაიხაზება ე.წ. Bus Line-ები.

„იმისთვის, რომ ქალაქი გათავისუფლდეს ტრანსპორტისგან და ამოისუნთქოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს კორიდორები და ამ კორიდორებში საჯარო ტრანსპორტმა იმოძრაოს. ეს იქნება „ჩქარი ავტობუსები“, რადგანაც ტრამვაის გაყვანა დღეს ძვირი ჯდება.

შედეგად, საჯარო ტრანსპორტი არ იქნება საცობების მონაწილე, პარალელურად მას ექნება უპირატესი უფლება, გავიდეს შუქნიშანზე; მას უნდა ჰქონდეს თავისი სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობის შესაძლებლობა არცერთ სხვა ტრანსპორტს არ შეეძლება, მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში მაღალ ბორდიურებს აკეთებენ ამისთვის. შესაბამისად, როდესაც მოქალაქეებს ეცოდინებათ, რომ საჯარო ტრანსპორტი დაუბრკოლებლად მოძრაობს და სამსახურში მოკლე დროში მისვლას შეძლებენ, ნელ-ნელა გადავლენ საჯარო ტრანსპორტით მგზავრობაზე. ეს არის ხსნა დღევანდელ სიტუაციაში, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“,- აცხადებს მერაბ ბოლქვაძე.

მისივე თქმით, უკვე შემუშავებულია კონკრეტული მარშრუტები, სადაც ჩქარი ავტობუსები იმოძარვებენ. ჯერჯერობით საუბარია 3 მიმართულებაზე:

1- დიდი დიღომი-გელოვანის გამზირი-საბურთალო-ვაკე-თავისუფლება-ორთაჭალის ავტობაზრობა;

2- გლდანი - წერეთლის გამზირი- აღმაშენებლის გამზირი- რიყის ტერიტორია ;

3- ავჭალის გზატკეცილი - რკინიგზის სადგური- ავლაბარი - აეროპორტის გზატკეცილი ;

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს გეგმის წარდგენის ვადა მაისში ეწურება. შემდეგი თითოეულ დეტალზე მერიასთან და საზოგადოებასთან ერთად მსჯელობაა.