26.Dec.2015 14:54
Business

თბილისში საახალწლო ქალაქი გაიხსნა (ფოტო)

თბილისში საახალწლო ქალაქი გაიხსნა (ფოტო)
თბილისში საახალწლო ქალაქი გაიხსნა. თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს.

"ვარდების რევოლუციის მოედანი 10 დღით საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი გაიმართება. საახალწლო ქალაქში მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები პერფორმანსებს, მსვლელობებსა და კარნავალებს მოაწყობენ.

გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო ატივობებით. ქალაქში დამონტაჟებულყინულის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება მოციგურავეების შოუები და სპორტული შეჯიბრებები. მსურველებს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუებს ბატუტზე და პარკურს. ქალაქის მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კონცერტებს „ბასტი-ბუბუსა“ და „ბზიკების“ სტუდიის ბავშვები გამართავენ. მოეწყობა თოჯინური თეატრების წარმოდგენები და ფოტო გადაღების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. საახალწლო ქალაქში დროში მოგზაური სანტა იცხოვრებს. მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც პატარა გამომგონებლების ნამუშევრები გამოიფინება. 10 დღის განმავლობაში საახალწლო ქალაქი ყველა ასაკის სტუმარს უმასპინძლებს", - განმარტავენ თბილისის მერიაში.



11.Dec.2018 19:46
75

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
36

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
33

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
58

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
83

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
57

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More