Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისში დღის გარკვეულ მონაკვეთებში სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა შეიზღუდება

56d40c1830a72
BM.GE
29.02.16 13:14
1168
თბილისის მერიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე, საცდელ რეგულირებას იწყებს. რეგულირება გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით თბილისის 17 ქუჩაზე (აბაშიძე, ფალიაშვილი, ბარნოვი, დოლიძე, ცინცაძე, ნუცუბიძე, შარტავა, კოსტავა, პეკინი, გამსახურდია, მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი, ჯავახეთი, ხიზანიშვილი (მ.ახმეტელის ორივე მხარე), ლესელიძე, ლეონიძე, ასათიანი) 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დისტრიბუციის განხორციელების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვას.
 
"ჩვენ დღეს მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლითაც ორივე მხარე იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდებით, როგორიც არის ქალაქის ტერიტორიაზე სადისტრიბუციო ავტომანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული წესრიგის დადგენა. ეს გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვას. ჩვენ ავიღეთ ვიწრო ქუჩები, რადგან აღნიშნულ ქუჩებზე პიკის საათებში დამატებით სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და გაჩერება დამატებით სირთულეებს ქმნის. ეს საკითხი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, რომ ადეკვატურად უპასუხეთ აღნიშნულ საკითხს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გადაადგილების თვალსაზრისით არსებული დისკომფორტი შევამციროთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია მზადაა არ განახორციელოს სადისტრიბუციო გადაზიდვები მემორანდუმით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.