Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება

5933ee18759ec
BM.GE
04.06.17 17:00
1060
თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ივნისის მეორე ნახევარში დასრულდება. თიზ-ის ხელმძღვანელი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, მისი სრულად დასრულების შემდეგ კი გიორგი ტაბიძე თიზ-ის მიმართ ინტერესის გაზრდას ელოდება.

„ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით ზერბაიჯანული და თურქული კომპანიების მხრიდან დაინტერესება დიდია, ასევე გამოჩდნენ უკრაინული კომპანიები. დაინტერესება დიდია, თუმცა დიდი ძალისხმევაა საჭირო რომ კომპანიებს ისეთი პირობები შეუქმნა, რომელიც სჭირდებათ.

პირველ რიგში კომპანია უყურებს ქვეყანას, ჩვენ გავქვს ურთიერთობა ისეთ კომპანიებთან ვისთვისაც საქართველო ახალი აღმოჩენაა.

თიზ-ის მთავარი დატვირთვა არის ის რომ ისეთი კომპანიები შემოვიყვანოთ ვინც ექსპორტზეა ორიენტირებული“, - ამბობს ტაბიძე. მისივე თქმით, კომპანიებისთვის მტკივნეული თემაა საკუთრების გადასახადი, რადგან მათთვის ინვესტირების წინაპირობაა რომ ტერიტორია იყოს მათი საკუთრება. „საკუთრებას სხვა დატვირთვა აქვს და დიდი მნიშვნელოვა აქვს ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა მაგალითად ირანი“, - ამბობს გიორგი ტაბიძე.