Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის შესაძლოა ე.წ S-Bahn გამოჩნდეს

597a34024d9fd
ელენე გოგბერაშვილი
27.07.17 18:22
1264
თბილისის შემოვლითი რკინიგზის აშენებულ მონაკვეთზე შესაძლოა შიდა მსუბუქი რკინიგზა ე.წ "S-Bahn" განთავსდეს. კითხვაზე რა ფუნქცია ექნება აღნიშნულ მონაკვეთს, პასუხად თბილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, რომ შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთი, რომელიც 2013 წელს დაკონსერვდა, სავარაუდოდ სატრანსპორტო ფუნქციით დაიტვირთება. ზუსტი ინფორმაცია ნარმანიას ჯერ არ აქვს, რადგან ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულებას ელოდებიან, რომლის შემდეგ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ჩაიწერება რა ფუნქცის მატარებელი იქნება შემოვლითი რკინიგზის აშენებული მონაკვეთი.

"ცენტრალური მაგისტრალის რკინიგზით დაკავებულ ნაწილთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ველოდებით, რომელიც მიმდინარეობს ოპტიმალური მარშრუტის განსაზღვრასთან დაკავშირებით. მანამდე ეს ნაწილი განვითარდება როგორც სატრანსპორტო ნაწილი.

შესაძლოა ეს იყოს სამანქანო გზა ან შეიძლება იყოს შიდა მსუბუქი რკინიგზა ე.წ,, S-Bahn’’ -ის ტიპის მსუბუქი რკინიგზა", - განუცხადა დავით ნარმანიამ "საქმის კურსს".

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე 2012 წლამდე 210 მილიონ დოლარამდე უკვე დაიხარჯა. პროექტი 2013 წელს დაკონსერვდა.