11.Jan.2016 13:00
Economy

თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყება

თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყება
თბილისში მიმდინარე პროექტების დაჩქარებისა და მათი ეფექტურად განხორციელების გზებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა თბილისის მერის სამომავლო გეგმები მოისმინა და პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მათი ეფექტურობის გაზრდაში დედაქალაქის მთავრობის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოიკვეთა, მათ შორის, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება, მრავალდონიანი პარკინგების მშენებლობა, ახალი საბავშვო ბაღების აშენება და ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების მოკლე ვადებში განხორციელება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერია აქტიურად იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე, ხოლო არსებული პარკი, საწყის ეტაპზე, იმ რაიონებს მოხმარდება, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობაა. უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს ახალი ავტობაზის აშენების პროექტის განხორციელებაც.

ასევე, დაიწყება თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა; პრემიერმა და თბილისის მერმა ასევე ისაუბრეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა შორისაა აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადისა და კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობა, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და სხვა.

გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას სთხოვა, გამკაცრდეს ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობის ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლი, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს.



21.Mar.2019 01:04
52

Hong Kong Business Delegation Pays Official Visit to Georgia

More
21.Mar.2019 01:02
47

EUGBC: Georgia Was Not Prepared for DCFTA

More
19.Mar.2019 23:48
80

Credit growth stood at 15.7% YoY in February 2019

More
19.Mar.2019 22:12
90

Anaklia Development Consortium: TV Imedi coverage included incorrect and unverified information

More
18.Mar.2019 22:53
72

Geostat: Average Salary for Men – 1468 GEL, for women – 906 GEL

More
16.Mar.2019 20:35
83

George Kobulia Discussed Bilateral Trade and Economic Relations with Japanese Counterpart

More