Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისის მერია ინვესტორთა საინფორმაციო პორტალს ქმნის

5a82dfe9c57bc
BM.GE
13.02.18 16:51
699
"თბილისის მერია ინვესტორთა საინფორმაციო პორტალს ქმნის", - ამის შესახებ BM.GE-თან მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი, ანდრია ბასილაია აცხადებს. მისი თქმით, აღნიშნული პორტალი ინვესტორებზე ორიენტირებულ მუნიციპალურ სერვისებს გააერთიანებს და ინვესტორებს ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ მათთვის საჭირო მომსახურების მიღება.

"ჩვენ გვინდა შევქმნათ ერთი ფანჯრის პრინციპი ინვესტორებისთვის, რომ მათ არ სჭირდებოდეთ ცალ-ცალკე სამსახურებში სირბილი და ინფორმაციის მოძიება. ძალიან ხშირად ჩვენთან მოდიან ინვესტორები და გვეკითხებიან მაგალითად სასტუმროს მშენებლობისთვის რა ნაბიჯები უნდა გაიარონ, რომელ სამსახურებს უნდა მიმართონ და ა.შ ჩვენ გვინდა იყოს ერთიანი სისტემა და საქალაქო სამსახურები იყოს გაერთიანებული ამ სისტემაში", - აცხადებს ანდრია ბასილაია.