Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის მერია ადმინისტრაციული ხარჯის 8 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს

56e2ac1340011
დავით ჯალაღონია
11.03.16 15:27
1043
თბილისის მერია ადმინისტრაციული ხარჯის 8 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს.
 
ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული თანხის ეკონომიას რამდენიმე შპს-ს და ეკონომიკური პროფილის უწყების გაერთიანებით გააკეთებს.

ლექვინაძის ინფორმაციით, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს ეკონომიკური განვითარების სამსახური დაერქმევა, რომელსაც მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი და ტექნოლოგიური განვითარების ფონდი დაექვემდებარებიან.

რაც შეეხება ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, მერია ადმინისტრაციული თანხების დაზოგვის მიზნით ფინანსური დოკუმენტის ახალ ვერსიას საკრებულოს სავარაუდოდ, მაისში წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ შპს-ები - "თბილსერვისი", "სინათლის ქალაქი", "უძრავი ქონება" და "თბილისის პარკი" გასული თვის ბოლოს გაერთიანდა.