Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

5a83e64f171a6
მეგი კავთუაშვილი
14.02.18 11:29
910
თბილისის კეთილმოწყობის სამსახური 2 კვირაა უფროსის გარეშე მუშაობს. გივი კუბლაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა. როგორც სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, ყოფილი უფროსის წასვლა კეთილმოწყობის სამსახურში აღმოჩენილ დარღვევებს არ უკავშირდება.

დღეს კახი კალაძემ აღნიშნული სამსახურში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამსახურის თანამშრომელმა არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც თანამდებობას დატოვებს. თუმცა მერს არ დაუსახელებია თანამშრომლის ვინაობა.