Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის აეროპორტში ელექტრომანქანების დამტენი სადგური დამონტაჟდა

5979e59389410
BM.GE
27.07.17 17:06
817
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე ელექტრომანქანების დამტენი სადგური დამონტაჟდა. ახალი სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ელექტრომობილის მფლობელს უფასოდ შეეძლება. აღნიშნული პროექტი ტავ ჯორჯიასა და E-space-ის თანამშრომლობის შედეგად განხორცილედა.

"2008 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონში პირველ "მწვანე აეროპორტად" დასახელდა, ხოლო 2016 წლის ივლისიდან აეროპორტი მზის ენერგიას ნაწილობრივ მოიხმარს, რაც ადასტურებს იმას, რომ უკვე წლებია "ტავ ჯორჯია" საქართველოში გარემოს დაცვის სტანდარტების შესაბამისად წარმართავს საქმიანობას",- აღნიშნულია აეროპორტის მმართველი კომპანიის TAV Georgia-ს განცხადებაში.