Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია დაიწყო

56d2980f33e86
BM.GE
28.02.16 10:46
1159
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და საჭით სამანევრო ბილიკების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის ზედა ფენის დაგება სამიმოსვლო ბილიკი ალფა-ს ზონაში.
 
სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (31L/13R) ყოველდღიურად დაიკეტება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისთვის დროის შემდეგ მონაკვეთებში:

2016 წლის 1 მარტიდან 27 მარტამდე ყოველ დღე 09:30 საათიდან 15:00 საათამდე
2016 წლის 27 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.

როგორც „საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტებში“ განმარტავენ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიუხედავად, ავიაკომპანიები განაგრძობენ რეგულარული ავიარეისების შესრულებას შეცვლილი გრაფიკით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით.