20.Jan.2016 23:14
Business

Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს - შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და Tata Sons LTD-ის თავმჯდომარე საირუს მისტრისთან დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საირუს მისტრისი, ინდური სასტუმროების ქსელების სამუშაო ჯგუფთან ერთად, საქართველოს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ საინვესტიციო გარემოს. TATA საქართველოში უკვე ახორციელებს რამდენიმე მსხვილ პროექტს. ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 33,4 მლნ. დოლარს შეადგენს.
 
TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიას ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები. ჯგუფი მოქმედებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 6 კონტინენტზე. 2015 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 109 მილიარდი ამერიკული დოლარი, სულ დასაქმებული ჰყავს 600 ათასი ადამიანი.



04.Feb.2019 22:48
133

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
285

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
239

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
108

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
152

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 01:26
140

Logistics company Agility Group is considering cooperation opportunities with Georgia

More