Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თანაინვესტირების ფონდი: თბილისში სასტუმრო ნომრების მწვავე დეფიციტია

5730686a774d1
BM.GE
09.05.16 14:35
1041
თანაინვესტირების ფონდი თედ ჯონასის მოსაზრებას, რომ თბილისი არ არის მზად ახალი სასტუმრო კომპლექსი მიიღოს, არასწორს უწოდებს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს ბაზარზე სასტუმრო ნომრების მწვავე დეფიციტია. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დედაქალაქში არ არის სივრცე, სადაც საერთაშორისო ფორუმის ან კონფერენციის ჩატარება იქნება შესაძლებელი.
 
"ამ დროისთვის, სასტუმრო ნომრების მწვავე დეფიციტია. ძალიან ბევრი კონფერენცია, კონგრესი და ფორუმი ვერ ეწყობა იმის გამო, რომ არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სოლოლაკის კომპექსში კი საუბარია 1000 კვადრატული მეტრი ტევადობის საკონფერენციო დარბაზზე, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა ექნება, რომელიც ფორუმის ჩასატარებლად არის საჭირო.

ჩვენი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფლების მოედნიდან, ქალაქის ცენტრიდან, 5 წუთზე ნაკლებ დროში ადამიანი ხვდება ველურ ბუნებაში, რომელიც არის კეთილმოწობილი", - განაცხადა ქარსელაძემ.