Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თანაინვესტირების ფონდი შეკვეთილში სასტუმროს გახსნას ზაფხულში გეგმავს

58f84de6e4078
დავით ჯალაღონია
20.04.17 09:56
1266
თანაინვესტირების ფონდი შეკვეთილში სასტუმროს გახსნას ზაფხულში გეგმავს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

"წლევანდელ ზაფხულს მოხდება შეკვეთილში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა, რომელიც სამაგალითო იქნება და შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის აკვატორიაში იქნება ძალიანი ღირსეული სასტუმრო, კურორტული ტიპის", - აღნიშნა ქარსელაძემ.

პროექტის მიხედვით, სასტუმროში იფუნქციონირებს 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 1,600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, ზამთრის ბაღი და თემატური რესტორნები. ასევე ხელმისაწვდომი იქნება სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები. გარდა ამისა, სასტუმროში განთავსდება ბავშვთა გასართობი ცენტრი, წყლის გიგანტური ტოპოგანი, სპორტული მოედნები, კინოთეატრი და კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკები. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 75 მლნ აშშ დოლარია.