Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თამარ სანიკიძე: უმაღლესი განათლების სისტემა შრომის ბაზარზე ორიენტირებული უნდა გავხადოთ

56c598ceeb765
BM.GE
18.02.16 14:09
1141
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განათლების სისტემის ცვლილებებზე იმსჯელეს. პრემიერი პრეს-სამსახურის ხნობით, რეფორმა შრომის ბაზარზე და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
 
"პროფესიული განათლების გერმანული მოდელი და დუალური სისტემა არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ. მისივე თქმით, დღევანდელი პროფესიული განათლების სისტემა და ინფრასტრუქტურა მზად არის რეფორმის განსახორციელებლად".

"დუალური მოდელი გულისხმობს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული მიმართულებების/პროფესიების გამოკვეთასა და განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს. რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად დაწყებულია მოლაპარაკება გერმანულ მხარესთან.

რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება განხორციელდება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს რესურსების მიმართვას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი პრიორიტეტული პროფესიების დასაუფლებლად. მნიშვნელოვანია, რეფორმამ უზრუნველყოს სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლის ზრდა შესაბამისი პროფესიების მიხედვით", - განმარტავენ უწყებაში.