02.Dec.2015 13:24
EU Georgia

თამარ კორძაია: ნაადრევი ქორწინების ყველაზე მძიმე შედეგი არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევაა

თამარ კორძაია: ნაადრევი ქორწინების ყველაზე მძიმე შედეგი არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევაა
კანონპროექტი, რომელიც 18 წლამდე ადამიანებს ქორწინებას უზღუდავს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს. გადაცემა "საქმიან დილაში" კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში რეალური ანალიზი, თუ რას იწვევს ნაადრევი ქორწინება არ არსებობს, მისივე თქმით არ არის სრულყოფილი სტატისტიკაც. 
 
"რეალურად მდგომარეობა საქართველოში ნამდვილად მძიმეა. არ მინდა მხოლოდ გოგონებზე გავამახვილო ყურადღება. იმიტომ, რომ გვაქვს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი ვაჟებიც ქორწინდებიან. ეს დამანგრეველია, როგორც გოგოსთვის, ასევე ვაჟისთვის. უბრალოდ უფრო ხშირი შემთხვევებია, როდესაც ეს გოგონებს ეხება. ეს სტატისტიკა ძალიან მძიმეა და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არავითარი სერიოზული ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რას იწვევს ნაადრევი ქორწინება არ ყოფილა. განქორწინებების შემთხვევაში ზუსტი სტატისტიკაც კი არ გვაქვს, - რამდენია სწორედ განპირობებული იმით, რომ ნაადრევი ქორწინების შედეგად მოხდა", - აღნიშნავს თამარ კორძაია.

ნაადრევად ქორწინების ყველაზე უარყოფით შედეგად, კანონპროექტის ავტორი, არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევას ასახელებს. მისივე თქმით, მსოფლიოში 18 წლამდე ადამიანი ბავშვად ითვლება, რადგან მას ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპი დასრულებული არ აქვს. 

"ყველაზე მთავარი უარყოფითი შედეგი ის არის, რომ არასრულსწლოვანს ყველა უფლება ერღვევა. როდესაც ჩვენ  ბავშვთა უფლებების კონვენციასთან მიმართებაში წინააღმდეგობაზე ვსაუბრობთ, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ კონვენცია 18 წლამდე ადამიანს ბავშვად მიიჩნევს და რატომ, იმიტომ რომ ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური განვითარების დასრულების ეტაპზე არ არის. 18 წლის შემდეგ ის ყველანაირი თვალსაზრისით განვითარებულია და მას შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და გაცნობიერება თუ რას აკეთებს. ეს აღიარებულია მსოფლიოში. კონვენცია მე-19 მუხლი ამბობს, რომ ბავშვი მონაწილე სახელმწიფოებმა, ყველანაირი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სხვა ტიპის ძალადობისაგან უნდა უზრუნველყონ. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თითოეული მისი მოქალაქე დაიცვას", - განაცხადა თამარ კორძაიამ.



08.Mar.2018 16:49
570

A Truly Innovative and Competitive Georgia Means Involving More Girls and Women

More
23.Feb.2018 10:12
674

"შრომით ურთიერთობებში დამატებითი ანტიდისკრიმინაციული საკანონდებლო გარანტიები ინერგება"

More
21.Feb.2018 21:00
601

სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობა ქართული კანონმდებლობის მიხედვით

More
08.Feb.2018 14:17
652

ავანსის დღგ-თი დაბეგვრის მოდელი

More
03.Feb.2018 19:49
722

საბანკო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და მათი შეფასება კორპორაციული მართვის ჭრილში

More
30.Jan.2018 19:28
650

საპენსიო რეფორმის დიზაინი და იდეოლოგია - არა, მომავალი თაობების საბერძნეთიზაციას!

More