Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სწავლა გერმანიაში - სასტიპენდიო პროგრამები ქართველებისთვის და უფასო უნივერსიტეტების სია

571918aa1aa22
BM.GE
21.04.16 22:14
2143
გერმანია უცხოელი სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სასურველი მიმართულებაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ როგორც ევროპასთან ასევე ამერიკასთან შედარებით, გერმანიაში სწავლის საფასური დაბალია ან ის სრულიად მოხსნილია. პარალელურად კი ქვეყანაში არაერთი პროგრამა მოქმედებს, რომელიც სტუდენტებს სწავლის სრული დაფინანსების საშუალებას აძლევს.
 
2014 წლიდან, გერმანიის უნივერსიტეტებში საბაკალავრო საფეხურზე სწავლა უფასო გახდა. ზოგერთი უნივერსიტეტი სტუდენტს სემესტრულ მოსაკრებელს სთხოვს, რომელიც უმეტესად 50 ევროს შეადგენს.

განსხვავებით ბაკალავრიატისგან, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე გერმანიაში სწავლა ფასიანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტების გადასახადი უმეტეს შემთხვევაში ქართული სასწავლებლების ფასს ჩამოუვარდება.

გაგაცნობთ პროგრამებს, რომლითაც სტუდენტებს გერმანიაში სასწავლო სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ.

DAAD

DAAD-ის გაცვლითი პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და მისით სარგებლობა უკვე წლებია საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ. პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში გრანტის მოპოვება როგორც გერმანულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზეა შესაძლებელი. პროგრამის პირობების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

ERASMUS MUNDUS

ერასმუს მუნდუსის პროგრამა გერმანიის ათეულობით უნივერსიტეტს მოიცავს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ქართველ სტუდენტებსაც შეუძლიათ. უნივერსტიტეტები, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობენ გთხოვთ იხილოთ ბმულზე

Heinrich Boll Foundation

გერმანული ფონდის დაფინანსების მოპოვება სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, ქართველ სტუდენტებსაც შეუძლიათ. პროგრამის შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

გერმანული სასტიპენდიო პროგრამა ფარავს, როგორც სასწავლო, ასევე საცხოვრებელ ხარჯებსაც. ყოველთვიური სტიპენდია 300 ევროს შეადგენს. პროგრამის შესახებ დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

რაც შეეხება გერმანიის შტატებს, სადაც უმაღლესი სასწავლებლებელი გადასახადისგან თავისუფალია, სრული სიის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს