Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სუს-ი სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს

5a15929df28c9
BM.GE
22.11.17 19:06
887
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 1 და ლიკვიდირებულია დანაშუალებრივი ჯგუფის 3 წევრი.

უწყების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ასევე გარდაიცვალა სპეცნაზის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა სპეცდანიშნულების რაზმის 2 წევრი. ამასთან, დაჭრილია შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის 2 წევრი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. დანაშუალებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მათზე დაკვირვება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების აღმოჩენის მიზნით.

„დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. აღნიშნული ჯგუფის წევრები იდენტიფიკაციის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა თანამშრომელს ვინც საკუთარი რისკის ფასად დაიცვა მოქალაქეები“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.