Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სურსათის სააგენტო: ჩაის გამოკვლეული ნიმუშებიდან, დარღვევა არ დაფიქსირდა

570793ee1ef86
BM.GE
08.04.16 15:17
1042
გასულ წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩაის 18 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც დარღვევა არცერთ შემთხვევაში გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნიმუშების აღება მიმდინარე წელსაც არის დაგეგმილი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოში სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი სისტემატიურად მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს, შემოწმება და ნიმუშების აღება.

შეგახსენებთ, რომ მეჩაიეთა ასოციაციის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე დაძველებული და საღებავებით გაჯერებული ჩაი შემოდის. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, თენგიზ სვანიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ქვეყანაში ჩაის პროდუქცია ყოველგვარი ხარისხის შემოწმების გარეშე შემოდის, რაც დარგის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია. მისივე თქმით, დარგის განვითარებას ასევე ხელს უშლის ბაზარზე არსებული დემპინგური ფასებიც.

მეჩაიეთა ასოციაცია: ქართულ ბაზარზე დაძველებული და საღებავებით გაჯერებული ჩაი შემოდის