Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტი პროექტების დაფინანსებას სექტემბრიდან დაიწყებს

57189a1c3f726
BM.GE
21.04.16 13:09
1062
სტარტაპების დაფინანსების მექანიზმზე მუშაობა დასრულებულია. საპარტნიორო ფონდის დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, პირველი პროექტის დაფინანსება სავარაუდოდ სექტმბერში მოხდება.
 
საპარტნიორო ფონდი პროექტს ტექნო პარკთან ერთად განახორციელებს.

"ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ინიცირებულ პროექტებს, რათა მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგზარდობა ბიზნეს საქმიანობაში. მათ არ აქვთ სამწუხაროდ საშუალება გირავნობის ბანკთან, არ აქვსთ საშუალება ბიზნეს გეგმების კვალიფიციური დონეზე შექმნის და დამზადების, მაგრამ აქვთ იდეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბრიდან უკვე პირველი თანხაც გაიცემა და პირველი კომპანიაც დაიწყებს მუშაობას" - აცხადებს დავით საგანელიძე.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპების დაფინანსების მექანიზმზე საპარტნიორო ფონდი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფონდი დაახლოებით 30-35 მილიონი ლარის მოცულობის იქნება. პროექტის მიხედვით, დამწყები ბიზნესები სესხის აღებას კომერციული ბანკების უზრუნველყოფის გარეშე შეძლებენ.