Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი შესაძლოა, შეიცვალოს

56d5b3d1d1bf5
BM.GE
01.03.16 19:21
1230
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი შესაძლოა, შეიცვალოს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, უწყებამ მიმდინარე წლის პრიორიტეტებს გადახედა.
 
"განსაკუთრებული მნიშვნელობა გარდამავალ პროექტებს მიენიჭა და შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ ბიუჯეტი დავაკორექტიროთ. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ იქნება, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა არ შემცირდება და არც მიმდინარე პროექტები გაჩერდება.

სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტი 321 მილიონ 350 ათასი ლარია.