22.Jan.2016 16:18
Society

სოციალური საწარმოს პროექტის ფარგლებში გახსნილ ავტოსამრეცხაოში სამი ყოფილი პატიმარია დასაქმებული

სოციალური საწარმოს პროექტის ფარგლებში გახსნილ ავტოსამრეცხაოში სამი ყოფილი პატიმარია დასაქმებული
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოციალური საწარმო - ავტოსამრეცხაო - დაათვალიერა, სადაც სამი ყოფილი პატიმარი დასაქმდა. საწარმოს მიზანია ყოფილ პატიმართა დასაქმება, რაც მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
 
ავტოსამრეცხაო ასევე დაათვალიერეს შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სოციალური საწარმოს ფარგლებში ორი ობიექტი - კაფეტერია და ავტოსამრეცხაო - უკვე შეიქმნა. ამ ავტოსამრეცხაოს გარდა, 2015 წლის 30 ნოემბერს, თბილისის იუსტიციის სახლში კაფეტერია გაიხსნა. ორივე ობიექტის (კაფეტერია და ავტოსამრეცხაო) ხელმძღვანელი, ბუღალტერი და 3 მზარეული პროფესიული ნიშნით შეირჩნენ, ხოლო დამხმარე პოზიციები ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებმა და მათი ოჯახის წევრებმა დაიკავეს. ჯამში, ორივე ობიექტზე 20 პირი დასაქმდა. მათგან 8 ყოფილი პატიმარია, 5 კი – ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრი.

„სოციალური საწარმოს საშუალებით, "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. გარდა ამისა, დასაქმებული ბენეფიციარები გაიუმჯობესებენ იმ შრომით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს.
სოციალური საწარმო იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მიერ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის ფედერალური ოფისის მიერ საგრანტო პროექტი „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის" 87 500 შვეიცარიული ფრანკით დაფინანსდა.

საქართველოში "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა. პროგრამას სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც”, - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.



07.Dec.2018 20:11
32

“Government of Georgia has an unshaken political will to continue"

More
06.Dec.2018 18:17
48

CRRC: 41% of Respondents Do Not Trust Judiciary

More
04.Dec.2018 22:56
68

LBS named best European business school

More
03.Dec.2018 14:24
56

Reuters: Thousands in Georgia protest against presidential election results

More
29.Nov.2018 14:14
106

BBC: Georgia elects Salome Zurabishvili as first woman president

More
29.Nov.2018 14:11
75

Preliminary Results of Presidential Election according to 1181 Counted Election Precincts

More