Home
Category
TV Live Menu
Loading data...

SOCAR მზადაა საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდება გაზარდოს

5900be068aff1
BM.GE
26.04.17 19:32
1209
SOCAR მზადაა საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეში 3 მილიონი კუბომეტრით გაზარდოს. კომპანიის ბუნებრივი აირის ექსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ამჯერად აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია საქართველოს 7 მილიონ კუბომეტრ ბუნებრივ აირს აწვდის.

"2016 წელს, გაჯიგაბულ-გარდაბანის მილსადენის სარემონტო სამუშაოების ფონზე, ყოველდღიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ საქართველოსთვის მიწოდება", - განაცხადეს SOCAR-ში.

ამასთან, აზერბაიჯანი ბუნებრივ აირს მიიღებს ირანიდანაც.

აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის რეზერვები 2,5 ტრილიონ კუბურ მეტრად არის შეფასებული.