Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სილქნეტი: რუსთავი 2, მაესტრო და იმედი აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება

5919ee1b0c4d1
BM.GE
15.05.17 22:04
1191
კომპანია „სილქნეტი“ მომხმარებელს ტელემაუწყებლების შეთანხმების ფონზე, პაკეტის ღირებულების შესაძლო გაძვირებაზე აფრთხილებს.

"გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. რუსთავი 2, მაესტრო და იმედი აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება", - ატყობინებს კომპანია მომხმარებელს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლება, შესაძლოა ერთ კომპანიას მიენიჭოს. Media Rights Georgia ახლადშექმნილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაახლოებით 2 კვირის წინ დარეგისტრირდა. MRG-მ უკვე მიმართა საკაბელო კომპანიებს წერილით, რომ 1 ივნისიდან ტელეარხების: იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, GDS, კომერდი არხი, მარაო, - რეტრანსლირების უფლება მათ შესაძლოა შეუჩერდეთ, თუ ნებართვის მისაღებად MRG-ს არ მიმართავენ.

MRG-სგან წერილი საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა საკაბელო ოპერატორმა მიიღო. საკაბელოთა ასოციაციამ კი განცხადებით საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა. ასოციაციაში განმარტავენ, რომ 1 კომპანიის მიერ 6 არხის რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლება სააბონენტო გადასახადს გაზრდის, თავისუფალი კონკურენციის პირობებს კი შეზღუდავს. კომისიაში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ ასოციაციის განცხადების შესწავლა უკვე დაიწყო.