Home
Category
TV Live Menu
Loading data...

SICPA-ს მარკირების აპარატის ცდომილება 0,01 პროცენტია

56d6fa1b19f0d
BM.GE
02.03.16 18:32
1365
SICPA-ს მარკირების აპარატის ცდომილება 0,01 პროცენტია, - აღნიშნულის შესახებ მწარმოებლებს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაუბაშვილმა მიაწოდა. კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ 200 მილიონი ბოთლის შემთხვევაში ცდომილება 20 000 ბოთლი გამოდის, თითოზე ჯარიმა კი 500 ლარს შეადგენს. ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ბიზნესი შესაძლოა, 10 მილიონით დაჯარიმდეს, ისე რომ აღრიცხვიანობის პროცესთან შეხება თავად მას არ ჰქონდეს.
 
"დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მთავრობა იმ ხელშეკრულების მძევალია, რომელიც 2012 წელს გაფორმდა. კაბალური ხელშეკრულება, - ეს ტერმინი ბატონმა ხადურმაც ახსენა. ხელშეკრულება ძალაში ჯერ კიდევ არ არის შესული, მილიარდ 250 მილიონი ერთეულის დამარკვაა მასში გათვალისწინებული. ყველაფერი ცუდი იყო მასში ჩადებული, თუმცა არც ისეთი ტყვიაგაუმტარია ეს ხელშეკრულება, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სწორედ აქ არის ჩვენი როლი, რომ დავეხმაროთ სახელმწიფოს. თუ სურვლი იქნება, ჩვენ მივეხმარებით და ამ ხელშეკრულებას, როგორც მინიმუმ გადავხედავთ.

დღევანდელ დღემდე "სიქპა" ამბობდა რომ ამ სისტემას ცდომილება არ აქვს. გუშინდელ შეხვედრაზე გიორგი თაბუაშვილმა განგვიცხადა, რომ „სიქპას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცდომილება 0,01 პროცენტია. 200 მილიონ ბოთლში 0,01 პროცენტი არის 20 000 ბოთლი, თითო ბოთლზე ჯარიმა არის 500 ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე პოტენციურად არის რაოდენობა რომლის მიხედვითაც ნებისმიერს შეუძლია ბიზნესი დააჯარიმოს 10 მილიონი ლარით. პრაქტიკულად აბსურდამდე მივდივართ, შეიძლება დაგაჯარიმონ პროცესზე რომელსაც შენ არ მართავ“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში.