Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

შვეიცარიის ელჩი: საქართველო განათლების თვალსაზრისით უნდა განვითარდეს და დაიხვეწოს

565d738d2fbb5
BM.GE
01.12.15 14:13
1788
ჩვეიცარიის ელჩი საქართველოში, ლუკას ბეგლინგერი, მიიჩნევს, რომ საქართველო განათლების კუთხით, უნდა დაიხვეწოს და განვითარდეს. როგორც ელჩი აღნიშნავს, საჭიროა როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლების რეფორმა. 

"მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ყველა ქვეყანისთვის, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნებისთვის საკვანძო ასპექტია. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი უზრუნველყობს ქვეყნებში ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს. ასე იყო შვეიცარიაშიც და ასეა საქართველოშიც. თქვენს ქვეყანაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი სოფლის მეურნეობის სფეროში, ისევე როგორც მომსახურებისა და სამრეწველო სექტორში. გარდა ამისა მნიშვნელოვანია რომ თქვენი ქვეყანა დაიხვეწოს და განვითარდეს განათლების თვალსაზრისით და ეს არა არის მარტო ჩემი აზრი, მე ამის შესახებ ამ ორი თვის განმავლობაში სხვებისგანაც არაერთხელ მსმენია. არ იფიქროთ რომ ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, საუბარია პროფესიული განათლების რეფორმაზეც. შვეიცარიაში უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 3 პროცენტია, და ეს მაჩვენებელი ნებისმიერ ასაკობრივ მაჩვენებელს მოიცავს. მნიშვნელოვანია რომ ყველამ შეძლოს მუშაობა , მათ შორის ახალგაზრდებმაც რომლებსაც ახალი დასრულებული აქვთ უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა-განათლება", - განაცხადა ელჩმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.