Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის კომპანიებს 5000 ლარამდე ჯარიმები დაუწესდებათ

5937a2dfe3dda
BM.GE
07.06.17 10:50
1284
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში კომპანიებს ჯარიმები დაუწესდებათ.

წარმოდგენილი პროექტით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზება უზრუნველყოს, რაც დაკავშირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, შრომის იარაღების, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებთან. ასვე, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა.

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, მისი განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.
შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვაზე ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს გაფრთხილებას, მისი განმეორება კი დაჯარიმებას 200 ლარით.

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, თუკი სახეზე არაა საწარმოში შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს გართხილებას. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ყოველი პირობის შეუსრულებლობაზე, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა. შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს დაჯარიმებას - დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, საქმიანობის უფლების შეჩერებით ან მის გარეშე.

ამასთან, დამსაქმებელს, რომელსაც ჰყავს 20 და ნაკლები დასაქმებული, შესაძლებლობა ექნება პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, თუ მას ან მის წარმომადგენელს გავლილი ექნება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი.
20-დან 100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დანიშნოს შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი. 100 და მეტი დასაქმებულის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებული იქნება შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური.