Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოში უმუშევრობის ზრდას პროგნოზირებს

56a0a53533721
BM.GE
21.01.16 13:21
1260
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, უმუშევრობის დონე მსოფლიოში 2016 და 2017 წლებში გაიზრდება, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეს მონაცემი უკვე გაზრდილია. მომდევნო კრიზისი შრომის ბაზარზე ჯერ არ დასრულებულა, განსაკუთრებით კი ეს პრობლემა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შეეხებათ, ნათვამია ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში სოციალური მდგომარეობის მოლოდინის შესახებ მომზადდა.

2015 წელს უმუშევართა რიცხვმა მთელს მსოფიოში 197,1 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც 2007 წლის მონაცემებთან შედარებით 27 მილიონით მეტია. 2016 წელს წინასწარი ვარაუდით, ეს რიცხვი შესაძლოა 199,4 მილიონამდე გაიზარდოს. ორგანიზაციის პროგნოზების მიხედვით 2017 წელს უმუშევართა რაოდენობა კიდევ 1,1 მილიონი ადამიანით გაიზრდება და 200,5 მილიონს მიაღწევს.