Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შრომის ინსპექციას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საწარმოების აქტივების გაჩერების უფლებამოსილება ექნება

5926ed6aef205
ელენე გოგბერაშვილი
25.05.17 19:00
1024
შრომის ინსპექციას ახალი უფლება-ვალდებულებები ენიჭება. ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობას "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალი კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს. პირველ ეტაპზე კანონპროექტის მოქმედება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე გავრცელდება, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო განმარტავს, შრომის ინსპექციას საკმაოდ ხისტი და ქმედითი ზომების მიღების შესაძლებლობა ექნება, მათ შორის საწარმოების აქტივების გაჩერების უფლებამოსილება თუ საწარმოებში საფრთხის შემცველი დარღვევები გამოვლინდება.

"შრომის ინსპექციას შეეძლება გაფრთხილების გარეშე შევიდნენ დაწესებულებებში. როდესაც შრომის ინსპექცია, რომლის ფუნქცია არის სისტემური ხარვეზების დეტექცია და პრევენცია, დაინახავს კონკრეტულ უბანზე, კონკრეტულ ადამიანს ექმნება საფრთხე, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ წარმოების ან უბნის აქტივების გაჩერების შესახებ", - აცხადებს დავით სერგეენკო.