Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შოვში ყაზახური ინვესტიციით, დედათა და ბავშვთა სამკურნალო ცენტრი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოეწყობა

5923c80742274
ნინო კვინტრაძე
23.05.17 09:44
831
შოვში ყაზახური ინვესტიციით, დედათა და ბავშვთა სამკურნალო ცენტრი და სპორტსმენებისთვის განკუთვნილი გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოეწყობა. პროექტს კომპანია „ევრაზიან ინვესტი“ ახორცელებს, რომელიც უკვე ფლობს რაჭაში სასტუმროს „პანსიონატი მამისონი", რომლის რეკონსტრუქცია თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის პროექტის ნაწილია.

კომპანიაში „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობენ, რომ ახალი კომლექსის მშენებლობა გზის მოასფალტების შემდეგ დაიწყება. ინვესტორი გამაჯანსაღებელ კომპლექსში დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

დედათა და ბავშვთა სამკურნალო ცენტრში რაჭაში არსებული მინერალური წყლების გამოენება მოხდება, რომელიც ამ ეტაპზე ანალიზებს ბალნეოლოგიურ ცენტრში გადის, რათა დადგინდეს, თუ რა ტიპის დაავადების მქონე პირებისთვის იქნება ის ეფექტური. კომპლექსი 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება.

ფოტო: trtravel