Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შემოსავლების სამსახურში რეორგანიზაცია გამოცხადდა

596c695f569dd
BM.GE
17.07.17 11:36
928
შემოსავლების სამსახუში რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურის ყველა თანამშრომელს შესაბამის განცხადებაზე ხელი უკვე მოაწერინეს. ინფორმაცია "საქმის კურსს" შემოსავლების სამსახურში დაუდასტურეს, მათივე ცნობით პროცესი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

ამასთან "საქმის კურსის" ინფორმაციით, უწყების საბაჟოს და აუდიტის დეპარტამენტების უფროსები სამსახურიდან გათავისუფლდნენ, თუმცა ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო ტეპარტამენტის უფროსის თანამდებობას ვლადიმერ ხუნდაძე იკავებს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს ბაქარ დევდარიანი ხელმძღვანელობს.