Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შაორის ტბის ტერიტორიაზე 26 ნომრიანი სასტუმრო აშენდება

56dd34a2d310d
BM.GE
07.03.16 11:56
1764
კომპანია "ჯეოტექინვესტი" რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროს მშენებლობა მაისში დაიწყება და მისი დასრულება ოქტომბერში იგეგმება. სასტუმრო უშუალოდ ტბის პირას იქნება განთავსებული, ამ ეტაპზე შაორის ტბის პირას არცერთი სასტუმრო არ მდებარეობს. როგორც კომპანიის დირექტორი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი იქნება. მამუკა ჯმუხაძე ამბობს, რომ კომპანია სახელმწიფო პროგრამაში "უმასპინძლე საქართველოში" მონაწილეობასაც გეგმავს. მისი თქმით, სასტუმროში საკონფერენციო დარბაზი და 80 ადამიანზე გათვლილი კვების ობიექტიც განთავსდება.

კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს, - კერძოდ, როგორც მამუკა ჯმუხაძე განმარტავს, გამგეობასთან შეთანხმებით, ადგილზე სათევზაო ბიზნესის დასაწყებად, ტერიტორიის აღება სურთ.

"შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო ბიზნესის განვითარება მარტივი არაა. ავტონომიურად უნდა გაკეთდეს კანალიზაცია და წყალი", - განმარტავს ჯმუხაძე.