Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სერბეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ქართველ ფერმერებს და ხელისუფლებას ევროკავშირში პროდუქცის ექსპორტისთვის რეკომენდაციებს აძლევს

591ec66653b32
სალომე მეცხვარიშვილი
19.05.17 14:15
1383
"ჩემი მთავარი რეკომენდაცია ქართველი ფერმერებისთვის იქნება ის, რომ იზრუნონ საკუთარი პროდუქტის ღირებულებას გაზრდაზე",- ამის შესახებ სერბეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი გორან ზივკოვი აცხადებს, რომელიც ამჟამად კერძო ბიზნესშია ჩართული და ევროკავშირში მოცვის ექსპორტს ახორციელებს.

ფერმერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს რეკომენდაციები სერბეთის ყოფილმა მაღალჩინოსანმა "საქმის კურსის" კამერასთან მისცა.

მისი თქმით, ევროკავშირში ექსპორტი ადვილი არ არის, თუმცა, სარგებელი იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში ექსპორტისას. იგორ ზივკოვი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისთვის უპირველესი ხარისხიანი პროდუქციის შექმნაა.

"ევროკავშირში ექსპორტი ადვილი არ არის. აქ ბევრი გასათვალისწინებელი საკითხია და ეს არ ეხება მხოლოდ სტანდარტებს. ევროკავშირი საკმაოდ დაცული ბაზარია, ერთ მხრივ. მეორე მხრივ, მათ რეალურად ესაჭიროებათ პროდუქცია, თუმცა, მხოლოდ ხარისხიანი. ჩემი მთავარი რეკომენდაცია ქართველი ფერმერებისთვის იქნება ის, რომ იზრუნონ საკუთარი პროდუქტის ღირებულების გაზრდაზე. ფოკუსირება მოახდინონ ხარისხზე, სტანდარტებთან შესაბამისობაზე, შეფუთვაზე და ხარისხობრივ კონკურენციაზე. უნდა იფიქრონ ფასის კონკურენციაზეც რაც არც ისე მარტივია, რამდენადაც მაგალითად აქვეა თურქული პომიდორი ან თუნდაც ახალ ზელანდიური ცხვრის ხორცი, რომელსაც ძნელია ფასში კონკურენცია გაუწიო. საქართველოს დიდი შანსი აქვს მოამატოს თავის პროდუქტს ღირებულება. ეს გზა საკმაოდ რთულია, სამაგიეროდ, სარგებელი ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ხელისუფლებვის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართული ამაში. ყოველწიურად პროდუქციის ღირებულება 5-6%-ით უნდა იზრდებოდეს.

ვფიქრობ, ყველა მხარემ უნდა გაათვიცნობეროს, რომ სოფლის მეურნეობა ბევრ ადამიანს ვერ დაასაქმებს. ასევე, საჭიროა მიწის რეფორმა, რომელიც ნათელს გახდის მესაკუთრის უფლებებს, საჭიროა, უკეთესი ბიუჯეტი მეტი ინვესტიციისთვის და დამიჯერეთ, შედეგები აუცილებლად მოვა.

როგორც ვიცი, საქართველო უკვე ახორციელებს 200 მილიონი დოლარის მოცვის ექსპორტს 15 ქვეყანაში და დამიჯერეთ ეს რამდენიმე ტონა შეიძლება ძალიან მალე რამდენიმე ათას ტონად იქცეს. ის, რაც სხვა ქვეყნებმა 15-20 წლის წინ გააკეთეს, გადადგეს პირველი ნაბიჯები სხვადასხვა ბიზნესში, საქართველო ამას დღეს აკეთებს",- აცხადებს სერბეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი გორან ზივკოვი "საქმის კურსთან".