Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სემეკი: ყაზტრანსგაზის დავალიანება შემცირებულია

58ff54f8dc86a
ელენე გოგბერაშვილი
25.04.17 18:00
1355
2009 წლის მდგომარეობით "ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. როგორც სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, დღეის მდგომარეობით კომპანიის დავალიანება შემცირებულია და დაახლოებით 70 მილიონ ლარამდეა გადარიცხული დავალიანების მომსახურების ნაწილში, რაც სპეც-მმართველის მუშაოების ერთ-ერთი შედეგია.

"კომპანიაში სპეც-მმართველის შესვლის შედეგია ისიც, რომ მაგალითად 2009 წელს 30% იყო ბუნებრივი დანაკარგი გამანაწილებელ ქსელში და დღეს ეს მაჩვენებელი 9,5%-მდეა ჩამოსული. სპეც-მმართველს ჰქონდა რამდენიმე ამოცანა, ერთ-ერთი იყო ვალების მომსახურება და ის, რომ მას გაეგრძელებინა ინვესტიციების განხორციელება. ეს მიზანიც მიღწეულია", - აცხადებს ირინა მილორავა.

მისი თქმით, კომპანიამ მარეგულირებელს სატარიფო განაცხადით მიმართა. როგორც სემეკის თღავმჯდონარე აცხადებს, მარეგულირებელი აღნიშნულთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს გადაწყვეტილებას.