10.Nov.2015 16:34
Economy

საყოველთაო ჯანდაცვას დამატებითი რესურსი უნდა გამოეყოს

საყოველთაო ჯანდაცვას დამატებითი რესურსი უნდა გამოეყოს
მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს გაანგარიშებები მოიწონეს. 2015 წლის ბიუჯეტში კორექტირება შევა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დინამიკის ნახვის შემდეგ, აუცილებელი გახდა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 4-5 თვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პროგრამისთვს გამოყოფილი თანხა არ საკმარისი არ იქნებოდა და სწორედ ამიტომაც გაცხადდა, რომ ამ პროგრამისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვის საკითხი.
‘’ კარგია, რომ ბიუჯეტის კორექტირება არ ხდებოდეს. ჩვენ საგადასახადო შემოსავლების გეგმის გადაჭარბებით შესრულების პირობებში შეგვეძლო ცვლილება არ განგვეხორციელებინა ბიუჯეტში, თუმცა დადგა საჭიროება და სწორედ ამ საჭიროებაზე იყო საუბარი, რომ იქნებოდა გარკვეული ცვლილებების შეტანა საჭირო, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დინამიკა ვნახეთ. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 470 მილიონი ამ პროგრამისთვის, თუმცა პირველი 4-5 თვის შესრულების მერე ცხადი გახდა, რომ ეს თანხა პროგრამისთვის საკმარისი არ იქნებოდა და გაცხადება გაკეთდა, რომ ამ პროგრამის შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, მოზიდული იქნებოდა დამატებითი რესურსები. ეს პროგრამა დაიწყო და მთლიანი მასშტაბით ამოქმედდა 2014წლის სექტემბრიდან და ჩვენ რეალური სურათი, თუ რა იქნებოდა ამ პროგრამის ხარჯვის ტენდენცია ოქტომბერსა და ნოემბერში ვერ გვეცოდინებოდა, როდესაც 2015 წლის ბიუჯეტი იგეგმებოდა. რეალური ტენდენცია პროგრამის დავინახეთ მიმდინარე წლის გაზაფხულზე და სწორედ მაშინვე დაისვა საკითხი, რომ ამ პროგრამისთვის საჭირო იქნებოდა დამატებით რესურსის გამოყოფა’’-განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
Author ბიზნესკონტაქტი



17.Dec.2018 13:43
48

2019 Budget Approved by Parliament

More
17.Dec.2018 13:42
48

IMF Representative: New Regulations Mean Less Credit Growth

More
14.Dec.2018 19:33
86

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
68

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
73

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
66

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More