კრისტინ ლაგარდს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორად კიდევ ერთხელ აირჩიევენ. მომდევნო 5 წლიანი დირექტორობის ვადა ივლისიდან აითვლება. ფონდის გავლენინანმა წევრებმა, აშშ-მ, საფრანგეთმა და რუსეთმა, წინასწარ თქვეს, რომ ლაგარდის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ. ამ დრომდე ალტერნატიული კანდიდატურა არც დასახელებულა. 60 წლის კრისტინ ლაგარდს, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამდე საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. საერთაშორისო სავალუტო ფონდში მისი ხელმძღვანელობა 2011 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდს დაემთხვა სუვერენული ვალების კრიზისი, რომელიც განსაკუთრებით მწვავე საბერძნეთში იყო.