საერთაშორისო სავალუტო ფონდი საშუალოვადიან პერსპექტივაში აზერბაიჯანისთვის ტექნიკური დახმარების პროგრამას მოამზადებს.
დაგეგმილია მათ შორის დახმარების გაწევა ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის პალატას პრუდენციული ზედამხედველობის მექანიზმის შექმნაში. ამის შესახებ აზერბაიჯანში სსფ-ს ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ პალატა ღირსეულად გაუმკლავდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას.