Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59b8dd8a08537
შოთა დიღმელაშვილი
13.09.17 11:25
831
დოლარის ფასი თითქმის უცვლელი დარჩა ძირითადი ვალუტების მიმართ სამშაბათს. ამერიკის შრომის დეპარტამენტის ბოლო ანგარიშით, რომელიც სამუშაოზე მოთხოვნას ზომავს, ივლისში მოსალოდნელზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა, 6.2 მილიონი, ანუ ადრე პროგნოზირებულზე თითქმის 250 000 სამუშაო ადგილით მეტი.

ამასთანავე, თავშესაფარ ვალუტებზე მოთხოვნა მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა ამერიკას, სტილს ვიცავ და “უდიდესი ტკივილით” ემუქრება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაეროს სანქციები ძალაში შევიდა. დოლარმა მოიგო ინეთანაც და შვეიცარულ ფრანკთანაც. ერთი დოლარის ფასი უკვე 110 დოლარს აჭარბებს. თუმცა დოლარის დაცემას კიდევ მოელიან.

სამაგიეროდ გირვანქა სტერლინგი გაიზარდა წლის უდიდეს მაჩვენებელმა და მისი ფასი დოლარსა და 33 ცენტს მიუახლოვდა.

ევრომ ერთი მეათედი პროცენტით დაიხია უკან დოლართად და მისი ფასი დოლარსა და 19.5 ცენტს აჭარბებს.

სამშაბათს ბიტკოინი დაახლოებით 100 დოლარით გაიაფდა, მას შემდეგ რაც „ჯეი პი მორგან ჩეისის“ მაღალჩინოსანმა ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ ბიტკოინი აფიორაა და მალე აფეთქდება. შედეგად ბიტკოინის ფასი 4108 დოლარამდე დაეცა.