Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საუდის არაბეთში, 1995 წლის შემდეგ პირველად, ნავთობის მინისტრი გადააყენეს

572e1f49a5655
BM.GE
07.05.16 20:53
1168
საუდის არაბეთს ახალი ენერგეტიკის მინისტრი ჰყავს. პოსტზე ქვეყნის უმსხვილესი ნავთობკომპანიის Saudi Aramco-ის ხელმძღვანელი დაინიშნა, მისი წინამორბედი ალი ალ-ნაიმი კი პოსტს 1995 წლიდან იკავებდა.
 
ქვეყნის სამეფო ოჯახის ბრძანებით საუდის არაბეთში ენერგეტიკისა და ნავთობის სამინისტროს სახელწოდებაც შეეცვალა და ენერგეტიკის, მრეწველობისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ეწოდა.

ალი ალ-ნაიმი OPEC-ში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა, ის დღეიდან სამეფო ოჯახის მრჩევლად დაინიშნა.