Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავს

57261b09aaa0f
BM.GE
01.05.16 19:02
1178
Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, საუდის არაბეთი ზაფხულში დღე ღამის განმავლობაში ნავთობის მოპოვებას 10,5 მილიონ ბარელამდე გაზრდის. წყაროს ინფორმაციით, ნავთობმოპოვება სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში 10,2-10,3 მილიონ ბარელზე გაჩერდება. ასევე, მოპოვება შესაძლოა 200-300 ათასი ბარელით გაიზარდოს ზაფხულის თვეებში და 10,5 მილიონ ბარელს მიაღწიოს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ პროგნოზმა შესაძლოა შეამციროს მკვეთრი ზრდა, რომელიც გამოწვეულია ყატარში ჩაშლილი მოლაპარაკებით ნავთობმოპოვებაზე, რისი მიზეზიც თავის მხრივ ერ რიადის უარი გახდა ირანის მხრიდან შეთანხმების უარყოფის შემდეგ. მოლაპარაკების დაწყებამდე დოჰაში, საუდის პრინცმა მოხამედ ბინმა თავად განაცხადა, რომ სამეფოს აქვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გაზარდოს ნავთობმოპოვება 11,5 მილიონ ბარელამდე დღე-ღამის განმავლობაში, და რამდენიმე თვეში ზრდა, 12,5 მილიონ ბარელს მიაღწიოს.