08.Jan.2016 11:12
World

საუდის არაბეთი ეკონომიკურ რეფორმას იწყებს

საუდის არაბეთი ეკონომიკურ რეფორმას იწყებს
The Economist _ თან საუბარში საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ნავთობზე ფასების შემცირება საუდის არაბეთს კრიზისის წინაპირობას არ უქმნის. „ჩვენ დღეს ძალიან შორს ვართ კრიზისისგან. უფრო შორს, ვიდრე 1980 ან 1990 წლებში. მოცულობით ჩვენი რეზერვები მესამე ადგილზეა. მხოლოდ ამ წელს ჩვენ შეგვიძლია შემოსავლები 29%-ით გავზარდოთ", - განაცხადა მუხამედ ბინ სალმანმა.
 
საუდის არაბეთის ბიუჯეტში 2015 წელს ნვთობის შემოსავალმა 72% შეადგინა, მაშინ როდესაც იგივე მონაცემი 2014-ში 87% იყო. გასული წლის ოქტომრბის მონაცემებით, ოქროს სავალუტო რეზერვები 640 მილიარდი დოლარი იყო, 2014-ში მისი მოცულობა 728 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ქვეყანა 5 წლიან ეკონომიკურ გეგმაში საგადასახადო რეფორმას და ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებას გეგმავს, განაცხადა ბინ სალმანმა. "ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, მაგალითად, ურანის საბადოები რომელიც მსოფლიო მარაგის 6%-ზე მეტს იტევს. მხოლოდ მექაში 4 მილიონი კავდრატული მეტრის სახელმწიფო მიწა არ არის ჩართული. მისი საბაზრო ღირებულება არის უზარმაზარი. ჩვენ ძალიან ბევრი აქტივი გვაქვს, რომლებიც შესაძლებელია იყოს ტრანსფორმირებული ინვესტიციებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნავთობის შემოსავალი მომდევნო 5 წლის განმავლობაში 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს", - განაცხადა ბინ სალმანმა.

რაც შეეხება საგადასახადო რეფორმას, - The Economist-თან საუბარშივე ბინ სალმანმა ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზეც ისაუბრა. საგადასახადო რეფორმას საუდის არაბეთი 2016-2017 წლებში აამოქმედებს. "საშემოსავლო გადასახადი სიმდიდრეზე ფიზიკურ პირებს არ დაეკისრებათ. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საგადასახადო სისტემაზე რომელიც მოქალაქეებისთვის იქნება მისაღები". სალმანის თქმითვე, პირველადი მოხმარების საქონელზე დღგ არ გაიზრდება. თავდაცვის მინისტრის განმაერტებით, უახლოეს მომავალში ქვეყანა აქცენტს ეკონომიკის სწრაფად განვიარებად მიმართულებებზე გააკეთებს და მასობრივი პრივატიზების დაქწყებას გეგმავს.

ბინ სალმანის განცხადებით პრივატიზება შეეხებათ ისეთ სფეროებს, როგორიცაა, მედიცინა და განათლება. შესაძლოა პრივატიზების სქემაში მოხვდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც სამხედრო მრეველობის მიმართულებით ფუნციონირებენ, მათ შორის ნაწილობრივ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნავთობის კომპანია Aramco. „ეს საშუალებას მოგვცემს ხელისუფლებას ნაწილობრივ მოვხსნათ ზეწოლა და ბევრი კომპანია ამავე დროს შეძლებს კარგი შემოსავალი მიიღოს“- განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა და თავდაცვის მინისტრმა.

მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე დიდი ნავთობმომპოვებელი კომპანია Aramco გეგმავს საკუთარი აქციები გასაყიდად ღიად გამოიტნოს. ბინ სალმანის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. თავდაცვის მინისტრი იდეის სისრულეში მოყვანას საუდის არაბეთის ინტერესებით ხსნის.
The Economist-ი წერს, რომ პრინცმა ამ საკითხზე, ორი შეხვედრა უკვე გამართა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არსებობს რამდენიმე ვერსია მისი გასხვისების,მათ შორის როგორც შვილობილი კომპანიის სახით ისე თავად Aramco-ს შეეძინოს შვილობილი კომპანია. საცდელ გარიგებად შესაძლოა პირველ ეტაპზე Aramco-ს 5% გასხვისდეს. საბადოს მარაგი 261 მილიარდი დოლარის ღირებულების არის რაც 10ჯერ მეტია ვიდრე ExxonMobil-ის მარაგის მოცულობა.



19.Dec.2018 01:12
10

Oil Closes Below $50 for First Time in a Year as Glut Fears Grow

More
12.Dec.2018 19:59
98

Germany Prepares for No-Deal Brexit to Avert Financial Turmoil

More
07.Dec.2018 19:51
79

Uzbekistan is Central Asia's most populous country, comprising nearly half the region's total

More
04.Dec.2018 23:04
80

Global Markets Weekly Update - China

More
04.Dec.2018 23:03
92

Global Markets Weekly Update - Europe

More
04.Dec.2018 23:01
98

Global Markets Weekly Update - USA

More