Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ბიზნესი რომ ააწყო მთავრობასთან სიტუაცია დალაგებული უნდა გქონდეს”

BM.GE
29.09.21 19:23
371
„საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა, ქართველ ინვესტორებს 100 მილიონი დოლარის ინვესტირების ხალისს უჩენს“- განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ეკუთვნის. ნათია თურნავამ ეს სიტყვები გუშინ ბათუმში ახალი პროექტის პრეზენტაციაზე წარმოთქვა, რომელიც ზღვისპირეთში ტურისტული კუნძულის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც თავისთავდ კარგია. თუმცა, ამის პარალელურად ქვეყანაში სხვა დინებებიც არის: სულ ახლახან, წინა კვირაში გავიგეთ, რომ ქვეყანაში 800 მილიონიანი ნამახვანიჰესის პროექტი აღარ განხორციელდება, ენკა ხელშეკრულებას წყვეტს.