Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის 2010 წლის ნიშნულამდე დასაბრუნებლად პეტიცია შეიქმნა

56fb6a9e75708
BM.GE
30.03.16 09:54
1259
სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის 2010 წლის ნიშნულამდე დასაბრუნებლად პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ადრესატები საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი არიან.
 
როგორც პეტიციის ავტრი, ბექა გონაშვილი განმარტავს, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ახალი ტარიფები სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, კერძოდ სახნავზე-სათევზე, საძოვარზე და სათიბზე. რაც დაიყო რაიონული პრინციპით. ასე მაგალითად სახნავი: დედოფლისწყარო - 87 ლარი, სიღნაღი - 86 ლარი, მარნეული -100 ლარი და სხვა; საძოვარი - ახმეტა - 5 ლარი, დედოფლისწყარო - 7 ლარი, ხოლო სიღნაღში 16 ლარი და სხვა.

"აღნიშნულ ცვლილებას არ ახლდა არავითარი შეფასება, არ მომხდარა საჯარო განხილვა და არ შემუშავებულა არანაირი ერთ გვერდიანი დოკუმენტიც კი, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორე თუნდაც თეორიულად.

2013 წელს აღნიშნული დადგენილების კოპირება მოხდა საგადასახადო კოდექსში, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და გააზრების გარეშე.

არცერთმა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს მრავალ ფეროვანი კლიმატიანი ბუნებრივი რესურსები, მიწა, სარწყავების და ირიგაციის ხელმისაწვდომობა, მიწების სხვადასხვა ხარისხობრივი მდგომარეობა, სადაც ფერმერები სხვადასხვა კულტურას მოიწევენ, შესაბამისად მიიღებენ სხვადსხვა ეკონომიკურ ეფექტს. ასე მაგალითად: იგივე მარნეულის რაიონში სადაც სარწყავის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა მაღალ შემოსავლიანი კულტურის მოყვანა (პომიდორი, კიტრი, კარტოფილი და სხვა), ხოლო ურწყავში მაქსიმუმ მარცვლოვანი კულტურები, ხოლო გვალვიან წელიწადში მოსავალი პრაქტიკულად ნადგურდება და ფერმერები დიდ წაგებას ნახულობენ.

მოვითხოვთ, დაუბნრუნდეს გადასახადები მიწაზე ძველ ნიშნულს და სასწრაფო წესით დაიწყოს მუშაობა ახალ განაკვეთზე, რომელიც ყველანაირად იქნება შესწავლილი და დასაბუთებული და ფერმერებს აღარ ექნებათ უდისკრიმინაციულობის შეგრძნება”, - ვკითხულობთ პეტიციაში.