Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სასამართლოში მისოების სარჩელების განხილვებისთვის ვიწრო სპეციალიზაცია დაემატა

5a16b5db2ff56
თელარა გელანტია
23.11.17 15:44
909
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში მიკროსაფინასო ორგანიზაციების სარჩელების განხილვებისთვის ვიწრო სპეციალიზაცია დაამატეს.

ამის შესახებ „საქმის კურსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა და დასძინა, რომ ამ მიმართულებისთვის ცალკე 3 მოსამართლე გამოიყო.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი სარჩელი შემოდიოდა და მათი რიცხვი, ჯამში, 17 000-მდე იყო ასული, ამიტომ იუსტიციის საბჭომ ამ დავების სისტემატიზაცია საჭიროდ ჩათვალა.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დავები, როგორც წესი, თავისი შინაარსით დიდი სირთულით არ გამოირჩევა და ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სადაო ამ დავებში ძირითადად, არის ხოლმე პირგასამტეხლო და ჯარიმები (ანუ როცა მისო-ების მომხმარელების არ იხდიან); სხვა დეტალებზე, როგორც წესი, მხარეები არ დაობენ. ამ ერთგვაროვანი დავების რიცხვმა ბოლო პერიოდში 17 000-სს მიაღწია. სწორედ ამ მზარდი ნაკადისგან მოსამართლეების გამოთავისუფლება იყო ვიწრო სპეციალიზაციის მიზანი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.