Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სასამართლომ "Iphone +"-ს Itechnic-ის სასარგებლოდ 850 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

591081e07d627
სალომე მეცხვარიშვილი
08.05.17 18:32
1989
საქალაქო სასამართლომ კომპანია "Iphone +"-ს Itechnic-ის სასარგებლოდ 850 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ კომპანია Itechnic-ის საჩივრის საფუძველზე მიიღო.

როგორც "საქმის კურსს" კომპანია Itechnic-ის ადვოკატმა გიორგი ცერცვაძემ განუცხადა, სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მილიონ 500 ათასის ნაცვლად "Iphone +"-ს 800 ათასი ლარი დააკისრა. ადვოკატის განმარტებით, კონკრეტულად რომელ ეპიზოდზე დაეკისრა კომპანიას ჯარიმა ცნობილი არ არის, რადგანაც მოსამართლემ მხოლოდ განაჩენი გამოაცხადა.

გია ცერცვაძე ფიქრობს, რომ საუბარია პირველ ეპიზოდზე, როდესაც "აიპლუსმა" შექმნა Itechnic-ის მსგავსი საიტი Itechnics.ge და სადაც ანთავსებდა შეურაცხმყოფელ და არასერიოზულ ფოტოებს.

"საიტის შექმნას თავად აიპლუსის ხელმძღვანელი მამუკა მარგიშვილიც ეთანხმება, უბრალოდ, სამართლებრივი შეფასება იყო სხვადასხვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს“,- აცხადებს გიორგი ცერცვაძე.

მისი თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ, რამდენადაც მათი მოთხოვნა მილიონ 500-ათას ლარიანი ჯარიმა იყო.

განაჩენის გასაჩივრებას აპირებს "Iphone +"-იც. ისინი სასამართლო გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის ინტერესებს ხედავენ.