Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში ყავის კანადური ქსელი Second Cup შემოვიდა

59df07e14e06d
სალომე მეცხვარიშვილი
12.10.17 12:00
771
საქართველოში ყავის კანადური ქსელი Second Cup შემოვიდა. კომპანიამ კაფეები თბილისში ორ ლოკაციაზე გახსნა.

კომპანიის წარმომადგენელი ავთო შავიშვლი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ კაფე ყავისა და ჩაის დიდ ასორტიმეტს სთავაზობს კლიენტს და ეს მათი მთავარი მიმართულება იქნება. დამატებით კი ობიექტი მომხმარებლებს ტკბილეულსა და სენდვიჩებსაც შესთავაზებს.

"ჩვენ ვართ იმავე სეგმენტში, რომელშიც არის Starbucks, მათი პირდაპირი კონკურენტები ვართ. საქართველოში ეს ბრენდი ჯერ შემოსული არ არის, თუმცა, როგორც კი გაიგებენ, რომ Second Cup აქ არის, უფრო დააჩქარებენ პროცესს",- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

კაფეების ქსელი მომდევნო 8 წლის განმავლობაში თბილისში 10 კაფეს გახსნის, ინვესტიციის სახით კი მილიონ დოლარზე მეტს ჩადებს.

"ბრენდს განსხვავებული სტრატეგია აქვს. კანადის შემდეგ შევიდა აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და შემდეგ პრიორიტეტად აიღო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო. ტურიზმის ზრდა იყო საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რადგანაც ამ კაფეების ერთ-ერთი მსხვილი სეგმენტი სწორედ ტურიზმია. ასევე, ისინი ყურადღებას აქცევენ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. სწორედ ამ ფაქტორმა იმოქმედა მათს გადაწყვეტილებაზე, რომ ფრენჩაიზი გაგვეხსნა საქართველოში",- აცხადებს ავთო შავიშვილი.