Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ვენახების 72% კახეთში მდებარეობს

57244abdac70e
BM.GE
30.04.16 10:02
1325
საქართველოში მეურნეობების სარგებლობაში არსებული ვენახების ფართობი 33.0 ათას ჰა-ს შეადგენს.
 
საქსტატის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ვენახების საშუალო ფართობი ერთ მეურნეობაზე 0.3 ჰექტარია. მეურნეობების 95.4%-ს სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები ფართობის ვენახი. 5.6 ათას მეურნეობას სარგებლობაში აქვს 1 ჰა და მეტი ფართობის ვენახი, ხოლო 0.7 ათასს - 3 ჰა და მეტი. ვენახების ფართობების უდიდესი ნაწილი კახეთში ფიქსირდება - 23.9 ათასი ჰა, რაც მთლიანი მოცულობის 72%-ია.

ასევე იმერეთში - 5.0 ათასი ჰა ფიქსირდება, რაც მთლიანი მოცულობის 15%-ია, შიდა ქართლში - 1.0 ათასი ჰა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.7 ათასი ჰა.

ასევე, ცხვრისა და თხის ყველაზე მეტი რაოდენობა კახეთში (638.7 ათასი) ფიქსირდება. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი (195.8 ათასი), ხოლო მესამეზე - სამცხე-ჯავახეთი (69.4 ათასი). 10 და მეტი ცხვარი და თხა ჰყავს 9.7 ათას მეურნეობას, 50 და მეტი კი - 3.1 ათასს.